შოტლანდიის დამოუკიდებლობის ხელმეორე რეფერენდუმი დღის წესრიგში დგება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ შოტლანდიამ "მძლავრი, არაორაზროვანი ხმა" მიაწოდა ევროკავშირში დარჩენას.
„შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი და ვაპირებ განვიხილო ყველა ვარიანტი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ. ჩვენ მკაფიოდ დავადასტურეთ, რომ ევროკავშირის დატოვება არ გვსურს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მისწრაფების რეალიზება მოხდეს“, -აღნიშნა შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა.
შოტლანდიამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა. ამომრჩეველთა 62%–მა დარჩენას მხარი 32–ივე საბჭოში დაუჭირა. მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა მთლიანობაში ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა, რამაც წარმოშვა შოტლანდიის პერსპექტივა მისი სურვილის გაუთვალისწინებლად გამოიყვანონ ევროკავშირიდან.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
ლონდონმა და შოტლანდიამ მყარად მისცეს ხმა ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ ჩრდილოეთ ინგლისის შედეგები ამ ხმებს ასუსტებს.
რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული თითქმის 46 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად 71.8% გამოცხადდა. ამომრჩეველთა მსგავსი ოდენობა 1992 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. უელსმა და ინგლისის უდიდესმა ნაწილმა, ლონდონის გამოკლებით, ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.
ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი - მოუწია პასუხის გაცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.