ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე გავლენას არ იქონიებს - ნილს სკოტი
24-06-2016, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები არ იქონიებს გავლენას საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე, - აღნიშნული განცხადება გაერო-ს კოორდინატორმა, განვითარების ფონდის პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გააკეთა.

 


„ვფიქრობ, საქართველოს საკითხს - იყოს ევროპის ნაწილი და ითანამშრომლოს ევროკავშირთან, ძალიან ძლიერი პოზიცია უკავია და ეს არ შეიცვლება. ეს პროცესები, რომელიც ევროკავშირის შიგნით მიმდინარეობს, არ იქონიებს გავლენას საქართველოს ვიზალიბერაილზაციის პროცესზე,“- განაცხადა ნილს სკოტმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.    

 

ლონდონმა და შოტლანდიამ მყარად მისცეს ხმა ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ ჩრდილოეთ ინგლისის შედეგები ამ ხმებს ასუსტებს.    

 

 

რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული თითქმის 46 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად 71.8% გამოცხადდა. ამომრჩეველთა მსგავსი ოდენობა 1992 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. უელსმა და ინგლისის უდიდესმა ნაწილმა, ლონდონის გამოკლებით, ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.    

 

 

ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი - მოუწია პასუხის გაცემა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი