პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი პროექტის - „ანგარიში ივანიშვილს“ განხორციელება დაიწყო.
საპარლამენტო უმცირესობის თქმით, ისინი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქვეყანაში არსებული პრობლემებს შესწავლას და გასაჯაროებას აპირებენ.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ბოლო ოთხ წელიწადში ქვეყანაში გაზრდილია დანაშაულის რაოდენობა, მათი დიდი ნაწილი კი ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება.
„ჩვენ შევაგროვებთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს, იმ ფაქტებს, რომელიც არის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებში. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ მოქალქეებს, იმათ, ვინც უშუალოდ არ არიან მიბმული ივანიშვილზე ამა თუ იმ კორუფციული სქემით, რომ მოვიდნენ და გვიამბონ ის, თუ რისი მსხვერპლიც არიან ამ ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების ადვოკატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.
„ნაცმოძრაობა“ აღნიშნულ ანგარიშს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 8 ოქტომბერს წარუდგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.