"თავისუფალი დემოკრატები” კამპანიას - ”სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს” იწყებს. პარტია ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს.
"ეს იქნება ,,სახალხო კამპანია“, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ქუჩას და ოჯახს შეეხება. ეს არ არის ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია, ეს არის სახალხო აქცია. სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ამასთანავე პარტიის ლიდერები ვიწყებთ ქუჩის კამპანიას - ”თავისუფლება ჯარისკაცებს". ჩვენ მივალთ თითეულ მოქალაქემდე. საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მოაწერს ხელს პეტიციას. ასევე, დღეს წარმოგიდგენთ ელექტრონულ პეტიციას, რომლის შევსება ნებისმიერ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება საქართველოში, ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში. მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ექნება ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური არ ისჯება. ”თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადავუგზავნით ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებული პატიმრები შეიწყალოს. ”თავისუფალ დემოკრატებს” გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ”სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.