ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით ორკვირიანი წვრთნები დაასრულა. დასკვნით საველე სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.
„ჩვენ ვიმყოფებოდით ერთ-ერთ დასკვნით ეტაპზე, როდესაც უშუალოდ სროლები მიმდინარეობს. ამას წინ უძღვოდა ორკვირიანი საკმაოდ დაძაბული წვრთნები, რაც გულისხმობდა გადაადგილებას, განლაგებას, შეტევას, უშუალოდ თავდასხმის მოგერიებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ სროლებს, შედეგებით კმაყოფილი ვარ. იყო როგორც ხაზოვანი, ასევე წერტილოვანი მიზნების დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ დროში ეტევიან, დაცულია ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის. დამატებითი ამოცანის სახით მათ მიეცათ არაგეგმური მიზანი, რომელიც ასევე წარმატებით დააზიანეს, ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და, იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
გეგმურ საარტილერიო სწავლებაში 250-მდე სამხედრო მოსამსახურე „დანა“ ბატალიონის სამი ბატარეის შემადგენლობით მონაწილეობდა. დასკვნითი სწავლების მიმდინარეობას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი დაესწრნენ. მსგავსი ტიპის საარტილერიო სწავლებები მომავალშიც იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.