შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგებსაც საზოგადოება უნდა დაელოდოს.
„თავის დროზე ჩატარდა შიდა სამსახურებრივი მოკვლევა. თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები და ნახავთ, რომ თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.