"მერკელმა, როგორც ევროპის ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა, ახლა უნდა უხელმძღვანელოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი პირობებით წარსამართ მოლაპარაკებებს"
24-06-2016, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, ევროპისა და ევროპული ერთიანობის წყალგამყოფი უწოდა. როგორც "დოიჩე ველე" წერს, ახლა სწორედ მერკელზე და ევროკავშირის სხვა ლიდერებზეა დამოკიდებული მისცენ გარანტიები სხვა ქვეყნებს, არ მიჰყვნენ ბრიტანეთის მაგალითს.

 


"არ არის გზა ამის გარშემო: დღევანდელი დღე ევროპისა და ევროპული ერთიანობისთვის არის წყალგამყოფი," განაცხადა მერკელმა, სანამ დაჟინებით მოუწოდებდა ევროკავშირის ლიდერებს, არ ყოფილიყვნენ მოუზომავნი და აჩქარებულნი ბრიტანეთის რეფერენდუმზე პასუხის გაცემისას.

 


"დოიჩე ველე" წერს, რომ როგორც ევროპის ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მეთაურმა, მერკელმა, ახლა უნდა უხელმძღვანელოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი პირობებით წარსამართ მოლაპარაკებებს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ერთიან ბაზარზე ბრიტანული კომპანიების შესვლის ხელმისაწვდომობის შესახებ მოლაპარაკებებსაც.

 

 

მერკელის განცხადებისაგან განსხვავებით, ევროკავშირის ლიდერებმა დაჟინებით მოუწოდეს დიდ ბრიტანეთს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ ორგანიზაციასთან დატოვების მოლაპარაკებებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ დაყოვნება გაურკვეველობას გაახანგრძლივებს.

 

 

ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა ხაზი გაუსვა, რომ “კავშირი, რომელშიც 27 წევრი რჩება, არსებობას განაგრძობს.”

 


მერკელმა ასევე თქვა, რომ ის ნებისმიერი მოლაპარაკებებისას გერმანელი მოქალაქეების და გერმანული ბიზნესების ინტერესებს დაიცავს.

 


დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
ლონდონმა და შოტლანდიამ მყარად მისცეს ხმა ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ ჩრდილოეთ ინგლისის შედეგები ამ ხმებს ასუსტებს.

 


რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული თითქმის 46 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად 71.8% გამოცხადდა. ამომრჩეველთა მსგავსი ოდენობა 1992 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. უელსმა და ინგლისის უდიდესმა ნაწილმა, ლონდონის გამოკლებით, ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი