დავით ბერძენიშვილი: გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ
24-06-2016, 08:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს“,-განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას.

 

 

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ.

 

 

მისი თქმითვე, ჰოლანდიაში და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხება.

 

 

„ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის. ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას. გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნლოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს. ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონში და ლონდონმა თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად ცხოვრება მათთან ერთად გავაგრძელოთ. საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიაში და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, შეტევა არის ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

 

დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი