ბრიტანელმა ხალხმა საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირა, ჩვენ მას პატივს ვცემთ, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გააკეთა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც ევროპა, აშშ-ის შეუცვლელ პარტნიორად დარჩება.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
ლონდონმა და შოტლანდიამ მყარად მისცეს ხმა ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ ჩრდილოეთ ინგლისის შედეგები ამ ხმებს ასუსტებს.
რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული თითქმის 46 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად 71.8% გამოცხადდა. ამომრჩეველთა მსგავსი ოდენობა 1992 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
უელსმა და ინგლისის უდიდესმა ნაწილმა, ლონდონის გამოკლებით, ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა. ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი - მოუწია პასუხის გაცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.