"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს
01-10-2014, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

 


გიორგობიანმა უარყო გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენა. "ეს არის სიცრუე და სამართალდამცველებს "თავისუფალი ზონის" ოფისთან ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

 


ჭკადუას გარდა დაკავებულია "თავისუფალი ზონის" წევრი დავით გოგოხიაც, რომლის დაკავებაც პოლიციის თანამშრომლისადმი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურახყოფას უკავშირდება. შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.

 


გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია წუხელ (30 სექტემბერი, 2014) სცემეს. ჟურნალისტი თავს მძიმედ გრძნობს და როგორც თავად აცხადებს, მას თავს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ. 

 


"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას ინფორმაციით კი დავითაიას ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, როდესაც შარტავას ქუჩაზე "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები თავს დაესხნენ და თავდამსხმელებს შორის იყო "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. "მომხდარს ვუკავშირებთ ზაზას აქტიურობას სოციალურ ქსელში, "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადის, "თავისუფალი ზონის" პირდაპირი ანგარიშსწორება", - აცხადებს ჯაბა ხუბუა.

 

 

ზემოთ აღნიშნული ინციდენტიდან ცოტა ხანში "თავისუფალი ზონის" ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ ორგანიზაციის ხელმღვანელს, კობა ხაბაზს. როგორც ხაბაზმა, რომელიც ინტერვიუს მსვლელობისას ყურის არეში დასისხლიანებული იყო, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ს განუცხადა, მათ ოფისში ''თავისუფალი თაობის'' წევრები მივიდნენ და მათთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ.

 


''ჩვენ გვქონდა ინფრომაცია თავდასხმაზე, დავურეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გავაფრთილეთ, რომ ''თავისუფალი თაობის'' წევრები აპირებდნენ თავდასხმას, სამწუხაროდ, შსს-მ მისცა საშუალება ივანიშვილი-ღარიბაშვილის ტიტუშკებს შემოსულიყვნენ ოფისში ხელკეტებით შეიარაღებული. არასდროს მიტარებია იარაღი ერთი მარტივი მიზეზის გამო, მუშტით უკეთესად გავუსწორდები ტრისტან წითელაშვილისნაირ სამშობლოს გამყიდველებს'',- განაცხადა კობა ხაბაზმა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი