რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა როგორც მსოფლიოზე, ისე რუსეთზე აისახება.
მისი თქმით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესებში არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას.
პუტინის მოსაზრებით, ბრიტანელების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე არ აისახება.
რუსეთის პრეზიდენტმა დევიდ ქამერონი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა რუსეთის ინტერესებში შედის.
პუტინმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას „პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.