თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იხსნება
24-06-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია და მისი ოფიციალური გახსნა 12 დღის შემდეგაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 


მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის დაგება. აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები კი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

 


პირველი ვიცე-პრემიერი არსებული მდგომარეობით კმაყოფილი დარჩა. მან მადლობა გადაუხადა აეროპორტის მმართველ კომპანიას „ტავ ჯორჯიას“, სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუფს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ უწყებებს - „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „საქაეროგავიგაციას“ შესრულებული სამუშაოებისათვის და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობლივი შრომით იყო შესაძლებელი ესოდენ რთული პროექტის განხორციელება.

 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამუშაოების დასრულება ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტში დაფრენა-აფრენისას მგზავრებს აღარ ექნებათ ის ცუდი შეგრძნება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, განხორციელდა 3 კმ. სიგრძის ახალი გზის დაგების ტოლფასი სამუშაო. „თბილისის აეროპორტში ყოველდღე 10:00 საათზე იწყებოდა სამუშაოები და უკვე 20:00 საათიდან აეროპორტი იღებდა რეისებს. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, თბილისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა, სახელმწიფო კომპანიების „საქაერონავიგაციისა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, აგრეთვე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი