საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება.
მისი თქმით, მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ აქვს.
„გუშინ ბრიტანელთა უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, თუმცა პირადად მე ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება.
დადგა საკუთარ თავზე დაკვირვების და, ამასთანავე, კონსოლიდაციისა და განახლების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და კიდევ უფრო განმტკიცდეს და იაროს წინ. შესაბამისად, იმედის თვალით შევყურებ მომდევნო თვეებს, როცა ევროკავშირი შეასრულებს ისეთი ძლიერი ლიდერის როლს სამეზობლოში, როგორც ეს მსოფლიოში მის კუთვნილ ადგილს შეეფერება”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.