ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორი, ამირან ლაგვილავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლაგვილავა შუალედურ არჩევნებში კორცხელის მაჟორიტარობისთვის “ქართული ოცნების” სახელით იბრძოდა.
ცნობილი ხდება, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შიდა აუტის დასკვნის საფუძველზე, კონკრეტული ფინანსური დარღვევების გამო მოხდა.
კორცხელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი, ამირან ლაგვილავა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დაამარცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.