ნოდარ ჯავახიშვილი: ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს დაიწყება
24-06-2016, 23:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს, თოვლის დადნობისთანავე დაიწყება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში მაყურებლის შეკითხვის საპასუხოდ.

 

 

"ჯერ კიდევ 2013 წელს გაკეთდა განსახლების გეგმაც და პროექტირებაც, მაგრამ მაშინ ამის დამფინანსებელი დონორი არ გამოჩნდა და ბიუჯეტშიც შესაბამისი ფული ვერ გამოიძებნა. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს გზა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ერთ ლოტზე, რომელიც 30 კილომეტრს მოიცავს, დონორი მოძიებულია - ეს არის ქუვეითის განვითარების ფონდი. პრაქტიკულად, შეთანხმებული გვაქვს ყველა ძირითადი საკითხი. მას ხელი მოეწერება უახლოეს პერიოდში, ამას შემდეგ რატიფიცირება სჭირდება პარლამენტში. ეს პროცესი, ალბათ, ცოტათი გაიჭიმება, რადგან პარლამენტმა დაამთავრა უკვე მუშაობა, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით.

 

 

ჩვენ მივიღეთ ნებართვა, რომ განსახლების გეგმის განახლება დავიწყოთ, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და არ შეიძლება მოქალაქეები დავაზარალოთ. ერთდროულად მივიღეთ ნებართვა, რომ რატიფიკაციამდე პროექტის განახლება დავიწყოთ, რადგან მოგეხსენებათ, საკმაო პერიოდი გავიდა და შესაბამისი ცვლილებები პროექტშიც იქნება შესატანი. ვთვლით, რომ გაცილებით უკეთესი გზა უნდა გავაკეთოთ იმ თვალსაზრისით, რომ მანდ არის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, სადაც სულ არის წარმოუდგენელი ნამქერი. თუ თქვენ ამ გზას იცნობთ, ნამქერის დროს გაწმენდას აზრი არ აქვს, რადგან გაივლის ბულდოზერი და ვიდრე გამოივლის, თოვლი ისევ რამდენიმე მეტრია, ამიტომ მანდ გვინდა გამოვიყენოთ მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზაზე გამოყენებული გადახურვის მეთოდი და ზუსტად ყველაზე მტკივნეული მონაკვეთი ისე გადავხუროთ, რომ პრაქტიკულად სულ გავლადი იყოს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენ რატიფიკაციის მერე უკვე შემსრულებელზე ტენდერს გამოვაცხადებთ და პირველივე თოვლის დადნობის მომენტში ამ პროექტზე მუშაობა დაიწყება”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი