ექსპერტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის არსს განმარტავს და ამბობს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პროფესორმა კლაუს შვაბმა დააფუძნა და სწორედ მისი "კომპეტენციაა ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეთა შერჩვა და მოწვევა" და საკითხს იმის თაობაზე "ქვეყნიდან რამდენ წარმომადგენელს მიიწვევენ დავოსის შეხვედრაზე, წყვეტს პროფესორი შვაბი და მისი აპარატი".
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლურ დავოსის შეხვედრაზე წასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთბამდე ურიგო არ იქნებოდა ჯერ ამ ფორუმის არსზე ჯეროვან წარმოდგენას თუ შევიქმნიდით. ეს არ გახლავთ სახელმწიფოთაშორისო გაერთიანება, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი რომლის მიზანია მსოფლიოს სრულყოფა კერძო-საჯარო პარტნიორობის გზით. ამ არასმთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელძღვანელი არის პროფესორი კლაუს შვაბი, შესაბამისად მისი, როგორც ხელმძღვანელის კომპეტენციაა ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეთა შერჩვა და მოწვევა. ამდენად, საკითხს, ქვეყნიდან რამდენ წარმომადგენელს მიიწვევენ დავოსის შეხვედრაზე, წყვეტს პროფესორი შვაბი და მისი აპარატი. სწორედ ამიტომ, შესაძლოა შეხვედრაზე ქვეყნიდან არათუ პირველი და მეორე პირები, არამედ მთავრობის ყველა წევრი თუ დეპუტატი მიიწვიოს ფორუმის ხელძღვანელმა", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.