გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე აღარ წარმოადგენენ უმთავრეს სამეულს ევროკავშირში. ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლა ქვეყანას ახალ ეკონომიკურ გზაზე აყენებს. ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო მონეტარული კვლევების ორგანიზაციაში ეკონომიკური კონსულტაციების მთავარი სპეციალისტი, ტიმ კონგდონი BBC -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ თავის წერილში ცდილობს ახსნას თუ როგორი იქნება ეს გზა დიდი ბრიტანეთისთვის. guardian.ge აღნიშნული წერილის თარგმანს გთავაზობთ.
ე.წ. Brexit -ის (ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის) შემდეგ მოსალოდნელია, რომ გერმანია მშფოთვარე მდგომარეობაში იყოს იმ მიმართულებებისადმი, რაც ევროკავშირს ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართ აქვს აღებული.
მთლიანობაში გერმანია და დიდი ბრიტანეთი თანხმდება თავისუფალი ბაზრისა და ფინანსებზე დამოკიდებული პოლიტიკის საჭიროებაზე, რაც ეწინააღმდეგება სხვა წვერი ქვეყნების უფრო პროტექციონისტურ და ხშირად ფინანსურად მოდუნებულ შეხედულებებს.
მინისტრთა საბჭო, პრაქტიკულად, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღები ყველაზე მნიშვნელოვანი არენაა.
მაგრამ გერმანია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს და ჯერჯერობით ყველაზე მტკიცე ეკონომიკა აქვს, წარმოების 2-ჯერ მეტი სიმძლავრით იტალიასთან შედარებით, აღარ არის ხუთ სხვა ქვეყანაზე უფრო გავლენიანი საბჭოში.
დიდი ბრიტანეთი, 1979 წელს მარგარეტ ტეტჩერის არჩევის შემდეგ, ჩვეულებრივ ინტერნაციონალისტური და პრო-ლიბერალური იყო ევროკავშირთან ურთიერთობებში. ამგვარად, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ბევრ საკითხზე ერთნაირი მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ.
ბოლო ათწლეულებში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ჩვეულებრივ, მე-2 ყველაზე დიდი წვლილის შემტანი იყო, გერმანიის შემდეგ.
ევროკავშირს, ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის გამო, მისი ხარჯების სულ მცირე 10%-ით შეკვეცა მოუწევს. ე.წ. Brexit-ის ბევრი მხარდამჭერი რჩევას მისცემდა ევროკავშირს, რომ მან უნდა შეამციროს კორუფცია და უსარგებლო ხარჯები, მთლიანად შეაჩეროს მისი საგარეო პოლიტიკის ხარჯები.
რა თქმა უნდა, მაშინ როცა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიღმაა, ჩვენი ინტერესი ამ საკითხზე მაყურებლის პოზიციიდან გამომდინარეა და არა მონაწილის.
წავა ევროზონა მთელი ენერგიულობთ იქეთკენ, რომ დააგვირგვინოს პოლიტიკური ინტეგრაცია?
ჟან მონე (1888-1979) ხშირად მიჩნეულია ომის შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მთავარ არქიტექტორად. იმოწმებენ მის გამონათქვამს, რომ „ფულის მეშვეობით ევროპა შესაძლოა ხუთ წელიწადში გახდეს პოლიტიკური“.
ე.წ. ხუთი პრეზიდენტის 2015 წლის ანგარიშმა, ნამდვილად წარმოიდგინა უფრო დიდი ფისკალურ ცენტრალიზაცია, როგორც ევროს საბოლოო წარმატების პირობა. მაგრამ ეს რომ ასე მომხდარიყო, ევროკავშირი იმ სრული პოლიტიკური გაერთიანების მიმართულებით იმოძრავებდა, რაზეც ჟან მონე ოცნებობდა.
მაგრამ ევროს, რომელიც 1999 წელს წარმოადგინეს, არ უმუშავია ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. კრედიტორ (გერმანია, ფინეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები) და მოვალე (საბერძნეთი განსაკუთრებით, მაგრამ იტალია და ესპანეთიც) სახელმწიფოებს შორის ნათელი დაძაბულობაა.
‘ქალაქი გაიფურჩქნება’
მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთს კვლავაც შეეძლება მოარგოს ფინანსური რეგულაციები მის საკუთარ საჭიროებებს, ქალაქი ლონდონი შეიძლება რომ გაიფურჩქნოს ევროკავშირის გარეთ.
ქალაქში ყველაზე დიდი ვაჭრობა ვალუტებს შორის დოლარზე მოდის. მაგრამ დიდი ბრიტანეთი არ არის შტატი შეერთებულ შტატებში - ის არ უნდა გახდეს 51-ე შტატი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მისი მაღალი წილი დოლარებში დენომინირებულ საერთაშორისო ფინანსურ ბიზნესში.
ლონდონში 100-სზე მეტ ვალუტას ჰყიდიან და ყიდულობენ და ეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც გაგრძელდება.
ევროზონის წილი მსოფლიო გამოშვებულ პროდუქციაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან დაეცა. ის ახლა მხოლოდ 15%-ს შეადგენს და კვლავ მცირდება.
ევროკავშირის ერთიანი ბაზარი მომხიბლავად ჟღერს, მაგრამ Brexit-ის მხარდამჭერები ჩვეულებრივ ეჭვის თვალით უყურებენ ამას. ისინი ხედავენ ამას, როგორც საერთო და „ჰარმონიზებულ“ რეგულაციას - საქონლის, კაპიტალის და ხალხის თავისუფალი დინების ჰარმონიზაციით და განზრახულობით.
დამოუკიდებლად ვაჭრობა
ხალხის თავისუფალი დინება ნიშნავს შეუზღუდავ ემიგრაციას ევროკავშირიდან, რაც Brexit-ს განზრახული აქვს, რომ შეაჩეროს.
რა თქმა უნდა, როდესაც ისინი ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ, ბრიტანული კომპანიები უნდა დაემორჩილონ ევროკავშირის რეგულაციებს, იმისდა მიუხედავად არის დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი, თუ არა. მაგრამ არის თუ არა რაიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ეცადოს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან იმის მსგავსი შეთანხმების მიღწევას, როგორიც აქვთ ვთქვათ, შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას ან კანადას? ეს ქვეყნები აყვავებულნი არიან იმისდა მიუხედავად, რომ არ მიეკუთვნებიან ერთიან ბაზარს.
შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს ნამდვილად ესაჭიროება სპეციალური შეთანხმებები ევროკავშირთან ისეთ ნაწილში, როგორიცაა ავტომანქანები, საჰაერო სივრცე და საკვები, მაგრამ მან უნდა მისდიოს თავის ინტერესებს.
დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიის და შვეიცარიის მსგავსად, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაუხადოს რაიმე ფული ევროკავშირს იმისათვის, რომ ერთიან ბაზარზე ხელმისაწვდომობა გააჩნდეს.
ქვეყნები სარგებელს იღებენ თავისუფალი ვაჭრობიდან. თავისუფალი ვაჭრობის აკმე, სიმაღლე ჭეშმარიტად აბსოლუტური, უპირობო და ცალმხრივია - თავისუფალი ვაჭრობა რასაც მისდევს სინგაპური და ჰონკონგი.
არ უნდა იყოს ეჭვები ბრიტანეთის შესაძლებლობების შესახებ, შესწევს თუ არა მას უნარი დააფუძნოს თავისი წარმატებული სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის გარეთ.
თვით ისეთ მცირე ერებსაც კი, როგორიცაა ისლანდია და ჩილე - სავაჭრო ღირებულებების თვალსაზრისით დიდ ბრიტანეთთან შედარებით ძალიან მცირე ნაწილები - ფართო საერთაშორისო ვაჭრობა აქვთ, რაც დაფუძნებულია თანაზიარად სასარგებლო ორმხრივ სავაჭრო და მრავალმხრივ ჩარჩო შეთანხმებებზე, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ არის ჩამოყალიბებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.