ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოები ბერლინში სასწრაფო მოლაპარაკებებს მართავენ
25-06-2016, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინში დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოს საგარეო სამქეთა მინისტრები იკრიბებიან.

 

 

გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაჩქარებას განიხილავენ. ასევე მოსალოდნელია, რომ მათ იმაზეც იმსჯელონ, თუ როგორ გადაათქმევინონ სხვებს არ მიჰყვნენ ბრიტანეთის მაგალითს.

 


ისინი ვინც ბერლინის შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, იმ ქვეყნების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ორგანიზაციას 1950-იან წლებში შეუერთდნენ და ჯერ კიდევ ევროკავშირის მთავარ ძალებს წარმოადგენენ.

 

 

დიდმა ბრიტანეთმა 23 ივნისის ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა.

 

 

დევიდ ქამერონმა გუში განაცხადა, რომ ოქტომბერში, კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე დატოვებს პრემიერ მინისტრის პოსტს და ევროკავშირთან ურთიერთობებს მის შემცვლელს გადააბარებს.

 

 

დიდ ბრიტანეთს შეუძლია დაეყრდნოს ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მას შესაძლებლობა აქვს ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესი, თანმხლები მოლაპარაკებებით, 2 წლის განმავლობაში განაგრძოს, რისი წინააღმდეგიცაა ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

 


ევროკავშირის ლიდერები დაჟინებით მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ ორგანიზაციასთან დატოვების მოლაპარაკებებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ დაყოვნება გაურკვეველობას გაახანგრძლივებს.

 

 

ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა ხაზი გაუსვა, რომ "კავშირი, რომელშიც 27 წევრი რჩება, არსებობას განაგრძობს."

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი