დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ BBC იტყობინება.
პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.
ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.