საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმას ბერ გიორგის 2 ოქტომბერს სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალავენ
01-10-2014, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილის მეორის ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია: "30 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა , ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა.

 


ბერი გიორგი 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიან ოჯახში მეექვსე შვილი იყო.

 


ვიქტორ შიოლაშვილი 1970 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქთან მსახურებდა. ჰყავდა მეუღლე - მარიამ ჩოჩოშვილი. ყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ცხოვრობდა ქალაქ მცხეთაში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ვიქტორ შიოლაშვილი 2013 წელს 4 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. მას სახელად გიორგი ეწოდა და მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს".

 

 

ბერ გიორგის 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი