ზურაბ კიწმარიშვილი: ვვარაუდობ, რომ მოლოდინი ჰქონდა თავდასხმის, ძალადობის და ამის გამო შესაძლებელია, მას იარაღის შეძენა და ტარებაც განეზრახა
25-06-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვვარაუდობ, რომ ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა მოლოდინი თავდასხმის, ძალადობის და ამის გამო შესაძლებელია, მას იარაღის შეძენა და ტარებაც განეზრახა, - აღნიშნული განცხადება კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა Palitratv.ge-სთან ინტერვიუში გააკეთა.

 

 

”იარაღის საკითხზე ის ჯერ კიდევ 8 ივლისს, თავის მეგობართან საუბრობდა, რომ მას სჭირდებოდა საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღი. მე ამას ყველაფერს ვუკავშირებ იმ აქტიურობას და იმ საქმეებს, რომელსაც აწარმოებდა და გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ ტესტავდა ვიღაცეებს და ჰქონდა რეალური განცდა და მოლოდინი მათი მხრიდან რეაქციისა. ვვარაუდობ, რომ ჰქონდა მოლოდინი თავდასხმის, ძალადობის და ამის გამო შესაძლებელია, მას იარაღი შეეძენა და ტარებაც განეზრახა.

 

 

სკაიპში ვნახე ჩანაწერები, სადაც ის ესაუბრება ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვან და კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა მის მედია და პოლიტიკურ საქმიანობას. მუდმივად იყო ლაპარაკი ხვალინდელ, ზეგინდელ დღეზე. მას არც ერთ ადამიანთან, რაიმე მანიშნებელი მომავალი კატასტროფის, უიმედოობისა თუ ღრმა დეპრესიისა არ გამოუვლენია”, - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

 

 

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ძიება შეწყვიტა და საქმე დახურა. საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი