სლოვაკი ულტრამემარჯვენეები სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. "როიტერსის" ცნობით, პეტიციის ინიციატორი ულტრამემარჯვენე „სახალხო პარტიაა“.
„ახლა მშვენიერი დროა იმისთვის, რომ სლოვაკეთმა დატოვოს ევროპული „ტიტანიკი“, რომელიც ნელ-ნელა იძირება. ამიტომ ორშაბათიდან ვიწყებთ კიდევ ერთი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ევროკავშირიდან სლოვაკეთის გასვლის თაობაზე“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, მარიან კოტლებამ.
სლოვაკეთის კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმის ჩასატარებლად სლოვაკეთში, სადაც 5,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 350 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.