გაერთიანებული სამეფოს მიერ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა შეაფასა.
"გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უნდა დაიწყონ ინტენსიური მოლაპარაკებები იმისთვის, რომ პროცესი განსაზღვრონ. დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პრაგმატული გზით წარიმართება. ვიმედოვნებ, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაეროს ძლიერი პარტნიორები იქნებიან არა მარტო განვითარებისა და ჰუმანიტარული საკითხების თვალსაზრისით, არამედ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხითაც, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე მიგრაციას შეეხება. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები ეროვნულ საზღვრებთან არ მთავრდება. სრულიად ნათელია, რომ, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, უფრო ძლიერები ვართ," - განაცხადა მუნმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.