პრემიერმა სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
25-06-2016, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სენაკში აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

 


პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეატრი გამოაცოცხლებს სენაკის კულტურულ ცხოვრებას.

 


სენაკის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 


2015 წლის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები : გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სადრენაჟე სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები და თეატრის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 


შენობის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი