ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს ბათუმის „საზღვაო ჰოსპიტალის“ ექიმებმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
მოსახლეობას კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოჯახის ექიმის მომსახურების მიღება, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.
ს.ს. „საზღვაო ჰოსპიტალის“ წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია შეხვდნენ.
„საზღვაო ჰოსპიტალის“ სამედიცინო დირექტორის განცხადებით მსგავსი აქცია ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.