შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინიციატივით, ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებში ოპერირების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით ჩატარდა.
უწყების ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „112“-ის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან.
"კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორქი და ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) პრეზიდენტი დემეტრიოს პიროსი.
მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესების, ფართომასშტაბიან შემთხვევებში მოსახლეობის ინფორმირების, ქოლ-ცენტრის მოწყობისა და მომიჯნავე სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
კონფერენციის ფარგლებში, სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ"-აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.