ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მის ცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს თავად განუცხადა.
"მოვდიოდი ქობულეთიდან აცანის მიმართულებით, ლანჩხუთში გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, ვუთხარი რომ ორი ჭიქა არაყი მქონდა მიღებული და ბოდიში მოვუხადე ამის გამო. ერთ ერთმა თანამშრომელმა მითხრა მანქანა გადააყენეო, მეც მივაყენე "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისთან, იქვე, ამ დროს თავს დამესხა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე პოლიციელი, დამადეს ხელბორკილები, გადამიყვანეს მათ მანქანაში და თითქმის მთელი საათი უმოწყალოდ მცემდნენ, ვერ ვლაპარაკობ, პირიდან სისხლი მომდის, ყველა მცემდა, აი ესენი, ახლა რომ თითქოს მოწიწებით მექცევიან"- ყვებოდა აცანის ეკლესიის წინამძღვარი.
"გურიის მოამბის" ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სასულიერო პირი დაუკავშირდა გამოცემას და აცნობა, რომ პოლიცია აიძულებს თავად სასულიერო პირს აღიარებას, თითქოს მან დაზიანებები თვითნებურად მიიყენა და ამ ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებისათვის, რამდენიმე ცრუ მოწმეც უკვე ჰყავთ.
ამ დროისთვის სასულიერო პირი ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.