ფინეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
26-06-2016, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ საუბარი ფინეთშიც დაიწყო.

 

 

უცხოური მედიის ცნობით, ახალგაზრდული ორგანიზაციის პარტიამ "ჭეშმარიტი ფინელები" პეტიცია მოამზადა და რეფერენდუმის ჩატარებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

 

 

ამ დროისთვის ინიციატივას უკვე 10 ათასი ხელმომწერი ჰყავს.

 

 

პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ევროპაში მხოლოდ ქაოსს იწვევს და ქვეყანა ამ ალიანსისგან უნდა გათავისუფლდეს, იმისთვის, რათა ინიციატივა პარლამენტში განხილვას დაექვემდებაროს.

 

 

პეტიციას 50 ათასი ადამიანის ხელმოწერა სჭირდება.

 

 

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელმოწერების შეგროვება ფინეთში 2013 წელსაც დაიწყეს, თუმცა მაშინ პეტიციას მხოლოდ 30 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

 

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სლოვაკი ულტრამემარჯვენეები სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

 

 

ორი დღის წინ კი დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი