შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვრის, მამა გაბრიელ კახელიშვილის ბრალდება, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
შსს-ს ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა.
„პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც გაბრიელ კახელიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. პატრულის თანამშრომლებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით სასულიერო პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გადაყვანისას კი მან პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც“, - აცხადებენ შსს-ში და აღნიშნავენ, რომ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე მისი გავრცელებისგან თავს იკავებენ.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა აცანის ეკლესიის წინამძღვარი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. ამჟამად საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ შსს-ს მხრიდან საპატრიარქოსაც ეცნობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.