1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე, კიევიდან 100 კმ–ში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მოხდა ავარია. ეს იყო საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ბირთვული აფეთქება, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზარალით. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა მაშინდელი სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.
დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო 200 000 ადამიანზე მეტი. აგრეთვე, ჩერნობილის კატასტროფა გახდა უდიდესი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა მთელი კაცობრიობისათვის. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ, ჯერ კიდევ ცივი ომის პირობებში იმყოფებოდა მსოფლიო და გამალებულ შეიარაღებას ეწეოდნენ აშშ და სსრკ, ნატოს და ვარშავის ხელშეკრულების ბლოკები. მიუხედავად ამისა, ჩერნობილის კატასტროფამ ერთგვარად გამოაფხიზლა მსოფლიო თანამეგობრობა, რადგანაც მათ დაინახეს თუ რას წარმოადგენს რეალურად ატომური საფრთხე, რომ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს შორის იდეოლოგიური ან ღირებულებითი განსხვავება არ არის გადარჩენის გარანტია! ბირთვული კატასტროფა მტყუან–მართალს ერთნაირად გაანადგურებს, ამიტომ საჭიროა კომპრომისი და კონსენსუსი, რათა კაცობრიობას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების საშუალება! დღესაც, ბირთვული საშიშროება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და სამწუხაროდ, გაისმის ხოლმე მუქარის მსგავსი განცხადებები... არადა, ბირთვული იარაღს შემაკავებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამით არის ის კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო!
ეს ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ შემეხსენებინა ის საშინელება, რაც გადაიტანა უკრაინამ სამი ათეული წლის წინ და რომ მაშინ, ადამიანები, ყველანი ერთად, მიუხედავად ეროვნებისა მხარდამხარ ებრძოდნენ "აჯანყებულ ატომს", რომელიც უკრაინას წალეკვით ემუქრებოდა! დღეს კი, "ატომი დუმს", ხოლო, "აჯანყებული ადამიანები" პოლიტიკური თუ ეთნიკური ნიშნით უსწორდებიან ერთმანეთს! ყოველივე ამას კი, თითოეული მათგანი ამართლებს "გეოპოლიტიკური ინტერესებით და თავისუფლების იდეალებით", რომლის მისაღწევად "ყველა მეთოდი დასაშვებია"! აი, აქ ცდებიან უკრაინის მცხოვრებლები, იმის ნაცვლად, რომ ერთად ცეცხლის შეწყვეტაზე და შეთანხმებაზე იზრუნონ, უკრაინის გარეთ ეძებენ გამშველებლებს და დამხმარეებს!.. მებრალება უკრაინა და უკრაინის ხალხი, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, უკრაინელები, რუსები თუ სხვა ეროვნების ადამიანები, მათ 28 წლის წინ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა გადაიტანეს და ახლა, "გეოპოლიტიკურ ჩერნობილს" ეწირებიან, რომლის შედეგი იქნება – ტერიტორიულად დანაწევრებული და ეთნიკურად გახლეჩილი უკრაინა!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.