საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მორიგ შეხვედრას პრაღაში ხვალ გამართავენ.
ზურაბ აბაშიძე ჩეხეთში უკვე გაფრინდა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან გაფორმებული საბაჟო ხელშეკრულებაა.
გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისი დასჯის აუცილებლობაზე გააკეთებს აქცენტს. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა არ არის საკმარისი.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.