ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მსგავსად ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მოისურვონ
26-06-2016, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეიმუშავონ გეგმა, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ევროპელ პოპულისტებს და გააგრძელონ დიალოგი ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც უკმაყოფილების დონე მაღალია.

 

 

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, შესაძლოა ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მოისურვონ.

 

 

„შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მოისურვონ. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეიმუშავონ გეგმა, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ევროპელ პოპულისტებს და გააგრძელონ დიალოგი ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც უკმაყოფილების დონე მაღალია“,-განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 

 

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, აღნიშნული საკითხების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები მომავალ კვირას, ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებენ.

 

 

ორი დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.

 

 

აღნიშნულის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სლოვაკი ულტრამემარჯვენეები სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ; მსგავსი ვითარებაა ფინეთში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის პარტიამ პეტიცია მოამზადა და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი