წყნეთში, 6 ქუჩაზე (კოსტავას, ტაბიძის, სააკაძის, თბილისის, თამარ მეფისა და არსენას ქუჩებზე) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს.
მერიის ინფორმაციით, არსენასა და კოსტავას ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაწყებულია, ხოლო ტაბიძის, სააკაძის, თბილისისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარეობს გრუნტის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.
წყნეთში სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერის თქმით, წყნეთში საკმაოდ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტის საფარი ყველაზე პრობლემურ ქუჩებზე იგება.
„6 ქუჩაზე ვმუშაობთ და იგება ასფალტის საფარი. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც ვასრულებთ. ასფალტის საფარს ყველაზე პრობლემურ ქუჩებზე ვაგებთ და მალე მოსახლეობისთვის ამ გზებზე გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება. გზების გარდა, წყნეთში ჩვენ ასევე გავაკეთეთ რამდენიმე ბავშვთა სათამაშო მოედანი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.