სამი მილიონი ბრიტანელი ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს
26-06-2016, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე სამმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ხელმეორედ ითხოვენ ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას.

 

 

„დოიჩე ველეს“ ცნობით, მიმართვაში აღნიშნულია, რომ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას იმის გამო ითხოვენ, რომ ევროკავშირის დატოვების მომხრე მოსახლეობის 60 %-ზე ნაკლებია.

 

 

გამოცემის მიხედვით, დარეგისტრირდა 46,5 მილიონი ამომრჩეველი, რეალურად კი, საარჩევნო უბნებზე 33,5 მილიონი გამოცხადდა. საარჩევნო უბნებზე მთლიანობაში 72,1 % გამოცხადდა, რაც დიდი ბრიტანეთისთვის 1997 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

 

 

პეტიცია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და განსახილველად საკმარისია 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

 

 

ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

 

 

ორი დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. დარჩენის მომხრე კი 48% აღმოჩნდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი