„ქართულ ოცნებას“ სჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და ახალგაზრდული ენერგია“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იკრებს ძალას.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ ანთებულ და შემართულ ახალგაზრდას ვხედავ. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, თითოეული წევრისთვის, ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. პარტია „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე. ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ეს სამშობლოს ემსახურება.
„თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის. ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების თქვენეული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენ სამშობლოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი თუ ეს სამშობლოს ემსახურება, სახელმწიფოს მშენებლობასა და ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, მაღალი ღირებულებების ერთგული და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ წარმატებულ ქვეყანას.
„სწორედ ასეთებად მიმაჩნიხართ თქვენ. დარწმუნებული ვარ, თქვენი სახით გვეყოლება ნამდვილად ღირსეული ცვლა, რომელსაც მშვიდად გადავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. ჩვენ ვაყალიბებთ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს. მზად ვართ ვუპასუხოთ ახალ ამოცანებსა და გამოწვევებს. ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის კეთდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ განათლების სისტემა უნდა შეცვალონ ისე, რომ ის იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული.
მისი თქმით, ახალგაზრდების ხელშესაწყობად დაიწყო "სტრატაპების პროგრამა", რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნეს იდეების დაფინანსებას.
„როგორც წესი, ინოვაცია და საინტერესო ბიზნეს იდეები თქვენს თანატოლებს, მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ არ აქვთ საწყისი კაპიტალი. სწორედ აქ დაგიდგებათ სახელმწიფო გვერდში და დაგიფინანსებთ საინტერესო იდეებსა და წამოწყებებს.
იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით. ეს მოგცემთ თქვენი პოტენციალის გამოყენების საშუალებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იყო რეალიზებული დღევანდელ ცხოვრებაში.
მინდა მოგიწოდოთ თქვენც და ყველა თქვენს თანატოლს - გამოიყენეთ შანსი რომელიც დღეს გეძლევათ. თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი“, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.