პრემიერი: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად ყველა რესურსი აქვს
26-06-2016, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პარტია „ქართულ ოცნებას“ ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს“,-განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური გუნდია, რომელსაც შესწევს ძალა ღირსეულად მართოს  ქვეყანა.

 

 

„წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველის. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წელს პირველად იღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში და ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მთელი შემართებით, განახლებული გუნდით და ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და მკაფიო ხედვით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე და მოიგოს ეს არჩევნები.

 

 

ჩვენ, ყველამ ერთად, ამომრჩევლებს და ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა ღირსეულად მართოს ჩვენი ქვეყანა, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერი და პროგრესული, ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების მატარებელია პარტიაა, რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თითოეული წევრი და განსაკუთრებით ახალგაზრდები თავს არ დაზოგავთ და იბრძოლებთ არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვებისთვის, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება.

 

 

„ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მე მაძლევს თქვენი ანთებული სახეები, თქვენი იმედით სავსე თვალები“, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი