შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქიმანდრიტი გაბრიელ კახელიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. ასევე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამსს და მორალს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებამდე შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შემოქმედის ეპარქია პატრულის მიერ მამა გაბრიელის ცემის ფაქტს უარყოფს.
ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამა გაბრიელს მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც სისხლდენა გამოიწვია.
„მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი. გამომდინარე აქედან, თავს ვალდებულად მივიჩნევთ გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს.
საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა. მამაომ განუმარტა მათ, რომ მას ჰქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იყო ავტომობილის ჩამორთმევა, რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს.
რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს ცემის ფაქტს. უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება. კერძოდ, მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა“, - ნათქვამია შემოქმედის ეპარქიის განცხადებაში.
ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.