გაზეთი ,,ალია“ იმის შესახებ წერს თუ როგორ მუშაობს აშშ-ში საქართველოს საელჩო "ღარიბაშვილის ჩაძირვაზე და ალასანიას რეიტინგის აწევაზე"
01-10-2014, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკაში საქართველოს ელჩსა და გენერალურ კონსულს, გაეროს შტაბ-ბინასთან პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათ არანაირ პრევენციულ ღონისძიებას არ მიმართეს.

 

 

ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დღევანდელ ნომერში წერს.

 

 

„როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ამბობენ, ,,ნაციონალები“ ასეთ პროვოკაციას რომ გეგმავდნენ, ამის შესახებ წინასწარ იცოდა ამერიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ და ნიუ-იორკში გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა. ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მათ მიაწოდა, ამბობს, რომ პროვოკაციის აღსაკვეთად გეგეშიძემ და ჟღენტმა არაფერი გააკეთეს. მეტიც, უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ამერიკაში საქართველოს საელჩო ირაკლი ღარიბაშვილის ჩაძირვასა და ირაკლი ალასანიას რეიტინგის აწევაზე მუშაობს. ეს არცაა გასაკვირი, საგარეო საქმეთა მინისტრი ალასანიას ცოლისდაა, გეგეშიძეც ალასანიას კაცად ითვლება. რაც შეეხება კონსულ დიანა ჟღენტს, ის ალასანიას პარტიის წევრის, პარლამენტარ ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე გახლავთ“,- წერს გამოცემა.

 

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკაში ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებს კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც მიხეილ სააკაშვილთან და მის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, ასევე ამერიკელ პოლიტიკოსებთან.

 

 

გაზეთის ცნობითვე, ალასანიას გუნდი ცდილობს, ამერიკელ პოლიტიკოსებთან ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის ადამიანებად წარმოაჩინოს.

 

 

,,როგორც ნიუ-იორკში გავლენიანი ქართველები ამბობენ, ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მამალ ,,ნაციონალებთან“, ასევე, მიხეილ სააკაშვილთან, ამერიკელ პოლიტიკოსებთან და არც თემურ ალასანიასთან კეკლუცობაზე ამბობენ უარს. მათივე თქმით, ეს გუნდი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ცალკეულ სენატორებს და დიპლომატებს, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან. გარდა ამისა, ირაკლი ალასანიას გუნდთან ხმაშეწყობილად მუშაობენ მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია და მამალი ,,ნაციონალები“ როგორც საქართველოდან, ისე ამერიკიდან“,- აღნიშნავს გამოცემა.

 

 

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი კი აცხადებს, რომ ამერიკაში საქართველოს საელჩო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტის შესახებ შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

 

 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს პროვოკაცია უსამართლოდ მოუწყვეს და პუტინის მოკავშირეები თავად მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია არიან.

 

 

,,ირაკლი ღარიბაშვილი უსამართლოდ გაილანძღა, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს საელჩოში არაფერი აინტერესებთ. მეტიც, ,,ნაციონალების“ მიერ მოწყობილმა პროვოკაციამ ზოგიერთი გაახარა კიდეც. რომელ პუტინის მონობაზე ლაპარაკობენ ესენი, როცა თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი მისი ნიღბიანი მოკავშირეები იყვნენ და დღესაც არიან? ვინ იყო თემურ ალასანია, სად მუშაობდა, როგორ მოეწყო ნიუ-იორკში? ამ ადამიანს აქვს ძვირფასი სახლი, გალავანშემორტყმული. მიშა რომ წუწუნებს, მე და სანდრა ქირით ვცხოვრობთო, არავინ არ დაიჯეროს, ეგენიც მშვენივრად ცხოვრობენ თემურ ალასანიასთან. მე საერთოდ მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში როგორ ცხოვრობს და ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს საქართველოს საელჩო, რატომ არ ინტერესდება მისი მდგომარეობით? ანდა რატომ არ თანამშრომლობს ამერიკელ სამართალდამცავებთან? ბოლოს და ბოლოს, ყველა ორგანოს ხომ უნდა მიაწოდო ინფორმაცია, თუ ვინ არის ეს კაცი და რატომაა მასზე ძებნა გამოცხადებული, ამ მხრივ არაფერი კეთდება.“,- აცხადებს წერეთელი.

 

 

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებელ ფიგურად მოიაზრებენ.

 

 

,,ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილს დასავლური ორიენტაციის ფიგურად არ ცნობენ. პოლიტიკურ წრეებში მას აქვს სახელი - ,,რუსის კაცი“, ან ,,რუსული პროექტი“. მის შესახებ ინფორმაციები ყველგან არასწორად მიდის. რასაც სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატორებს მიაწვდიან, ისეთი აზრი ექმნებათ. საქართველოს ამერიკაში საგარეო პოლიტიკა აქვს ნული. სამაგიეროდ, გამოკვეთილია ირაკლი ალასანიას ფიგურა“,- ამბობს რუსუდან წერეთელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი