გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 40 დღე გავიდა.
დღეს, მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სასაფლაოზე იმყოფებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქმის გამოძიებას ცდილობს, რათა დამნაშავემ შესაბამისად აგოს პასუხი.
„რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას ამაზე, თუმცა, საერთაშორისო ზეწოლით, ორმხირივი მოლაპარაკებებით საქმე მაინც არის აღძრული. დარწმუნებული ვარ, მკვლელი აგებს პასუხს სამართლის წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა. მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.
რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.