გრიგორი კარასინი: ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე რაიმე სახის გაირღვევა მოსალოდნელი არ არის
27-06-2016, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე რაიმე სახის გაირღვევა მოსალოდნელი არ არის.

 

 

ამის შესახებ კარასინმა რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ისინი შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარების პრაქტიკულ საკითხებზე იმსჯელებენ.

 

 

„არანაირი გარღვევა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარების პრაქტიკულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. ამ დიალოგს გავაგრძელებთ იმისთვის, რათა ჩვენმა ურთიერთობამ ორივე ქვეყნის ხალხს პრაქტიკული შედეგი მოუტანოს“,- განაცხადა კარასინმა.

 

 

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსეთთან გაფორმებული საბაჟო ხელშეკრულებაა. გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისი დასჯის აუცილებლობაზე გააკეთებს აქცენტს.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი