ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას
01-10-2014, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია.” - საქართველოს პრემიერ–მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ორი წელი შეაფასა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოს მოსახლეობას მიმართა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალმა მთავრობამ მიაღწია.

 

 


„ ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას, - დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, მეწარმეობის წახალისებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანობის დამკვიდრებით. ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.

 

 

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რაც მე არაერთხელ მითქვამს, მშვიდობიანად, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც 2012 წელს კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" გამოუცხადა, მადლობა გადაუხადა.

 

 

„ეს გამარჯვება არ იქნებოდა, მეგობრებო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, პროცესების არჩევნებამდე მშვიდობიანი მიყვანა და რეჟიმის დამარცხება ღირსეულად – ისე, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს ეკადრება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

 


“ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა, და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს და განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს.” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი