თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი არ სჭირდება.
მისი თქმით, უკვე არსებობს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმენტია, რაც კი რომელიმე ქვეყანასთან შექმნილა.
ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ითხოვა კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„არანაირი MAP-ის მაგვარი, არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად, არც ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით იმისათვის, რათა იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა იქნება ფაზები, როდესაც ეს პროცესი დასრულდება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.