თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არც თავად და არც მისი მოადგილეები რ იქნებიან.
„სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, დავით ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, - არ გაქვთ? არ იქნება. მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება სიაში, ძალიან ღირსეული კანდიდატები იქნებიან, სიითი შემადგენლობა იქნება ძალიან საინტერესო და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ისევე როგორც იქნებიან, ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.