საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) დღეს აღარ განიხილავენ.
ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეისთვის ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო, რათა პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალება ჰქონდეთ საგანგებო პლენარული სესიისთვის მოემზადონ.
რიგგარეშე სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
თბილისში იმედოვნებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციას პრობლემა არ შეექმნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.