გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ ისინი "სრულ თანხმობაში" არიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაართვან თავი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილებით შექმნილ მდგომარეობას.
ოლანდმა თქვა, რომ "განცალკევება ჩვენ დაყოფის, უთანხმოების და კინკლაობის გზაზე გვაყენებს."
კვირას ოლანდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების უკან წაღების გზა არ არსებობს და დაამატა: "ის რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო, ახალ უკვე გარდაუვალი გახდა."
მერკელი, ოლანდი, იტალიის პრემიერ მინისტრი მათეო რენზი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბერლინში დღეს, მოგვიანებით მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც მიზნად ისახავას ე.წ. "Brexit"– ის გამო აფორიაქებულობის კვალდაკვალ დიპლომატიური ქმედებების გააქტიურებას, ბრიტანეთის ბლოკიდან რაც შეიძლება სწრაფად და ხავერდოვნად გასვლასა და ევროკავშირის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფას.
ორშაბათს აზიის სავალუტო ბაზრებზე ფუნტი სტერლინგი კიდევ უფრო დაეცა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოზბორნმა დიდ ბრიტანეთში ვაჭრობის დაწყებამდე, ბაზრების დამშვიდების მიზნით განცხადება გამოსცა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დღეს მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას გამართავს, პარლამენტში კი საგანგებო სხდომაა მოწვეული.
ბორის ჯონსონმა, რომელიც დატოვების კამპანიას ედგა სათავეში და ქამერონის შემცვლელად არის მოაზრებული, განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ევროკავშირთან თანამშრომლობას "გაძლიერებულ" რეჟიმში.
დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ იგი პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევის დღის წესრიგში დაყენებიდან პირველივე მომენტში გადადგება. მისი ეს განცხადება ჩრდილოვან კაბინეტში რამდენიმე ჩრდილოვანი მინისტრის მიერ თანამდებობებიდან წასვლას და მისი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიის სათავეში დგომას უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.