პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მარტვილის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან კობახიძის განცხადებით, მარტვილის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დავით გვაძაბიამ მისი 23 წლის შვილი სცემა.
ლევან კობახიძის თქმით, წუხელ მარტვილის რაიონ სოფელ დიდ ჭყონში, ერთ-ერთ ქორწილში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც მისი შვილი დააკავეს, გვაძაბიამ კი მას პოლიციის სამმართველოში სცემა, თუმცა გვაძაბიას ნაცვლად კვლავ მისი შვილია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
„ისევ ეს კაცი მართავს აქაურ პოლიციას. ეგ არის „ზონდერი“. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ცემა ჩემი შვილი სამმართველოში. მერე პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ვკითხე, რატომ დააკავეთ ჩემი შვილი-თქო? მიპასუხა, მინდა და დავაკავეო. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ზეწოლაა“, - აცხადებს კობახიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცემის ფაქტს უარყოფენ. სუფრაზე მომხდარ დაპირისპირებაზე კი საქმე სსკ-ის 125-ე (ცემის) მუხლითაა აღძრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.