ირაკლი ღარიბაშვილი: ზუსტად ორი წლის წინ ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, შიშს და ყოველგვარ უსამართლობას
01-10-2014, 06:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუსტად ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, შიშს და ყოველგვარ უსამართლობას, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ორწლიანი მმართველობის შეჯამებისას განუცხადა.

 

 

პრემიერის განმარტებით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა თავისუფლებას, წარმატებას, წინსვლას და განვითარებას.

 

 

"ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე. ბნელ წარსულზე საუბარი აღარ მსურს. ჩვენ ყველამ ერთად - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ, უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ მთავრობას და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გავაძლიეროთ. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება. სამწუხაროდ, ამ შეთავაზებას სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ეს შეთავაზება რჩება ძალაში - ჩვენ გვსურს საზოგადოების კონსოლიდაცია. დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმატება გველის წინ", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტსაც გამოეხმაურა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

 

 

" ჩემი ინფორმაციით, პროექტი შეიცვალა. იქ ძალიან აქტიურობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მთავარი დასაყრდენი "ევროპის სახალხო პარტია". მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია გასცემს პასუხს ყველა კითხვას. ქვეყანაში არის სხვა რეალობა და ისინი ამ რეალობის სწორად წარმოჩინებას შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ გაიზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ჭორებს და უსაფუძვლო ბრალდებებს. ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები, არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. დღეს საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა და არც იდგება. ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობას და გამჭვირვალობას",- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი