პროკურორი: ეროსი კიწმარიშვილმა მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წელს გაასხვისა და ვალი გაისტუმრა
27-06-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეროსი კიწმარიშვილს ნიუ იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა.

 

 

მისი განმარტებით,  ეროსი კიწმარიშვილმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე არსებული ბინა 2013 წლის 27 ივნისს გაასხვისა და მიღებული თანხით ვალი გაისტუმრა, რომელიც აშშ-ში ჰქონდა.

 

 

ამის შესახებ მან გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

„კანონმდებლობის მიხედვით, თვითმკვლელობა დანაშაული არ არის და მოტივზე ვერ ვილაპარაკებთ... ჩვენ ვახდენთ ფაქტების კონსტატაციას, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვალები - 310 000 დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობით. გარდაცვალების წინა დღეს მის საარჩევნო შტაბში საპროტესტო აქცია მოეწყო, ბევრი ადამიანი კუთვნილი თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქონებას, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ითქვა, რომ მას ნიუ იორკში, მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა ჰქონდა. დოკუმენტურად დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ივნისს კიწმარიშვილმა ვინმე ჯალანზე გაასხვისა ბინა და მიღებული თანხით გაისტუმრა ვალი, რომელიც აშშ-ში ჰქონდა. დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც ჭავჭავაძის პროსპექტზე იპოთეკით არის დატვირთული”, - განაცხადა აღლემაშვილმა.

 

 

პროკურორმა ასევე ეროსი კიწმარიშვილის ყველა ბიზნესში საქმე მოგებისკენ არ იყო წასული.

 

 

„მაგალითად, ერთ-ერთ რესტორანში მზარეულს ხელფასი ვერ გადაუხადეს და ერთ-ერთმა მეწილემ მას თანხის სანაცვლოდ საკუთარი ავტომანქანა გადასცა, ანუ მზარეულის იმხელა სახელფასო ვალი ჰქონდათ, რომ იმ ფასად ავტომანქანა მისცეს. პროკურატურას მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, ვინ რა დროს რისთვის იკლავს თავს, არ ევალება. ჩვენ თვითმკვლელობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი დავასახელეთ. ის, რაზეც ოჯახის მხრიდან კეთდება მუდმივი მინიშნებები, რომ მოხდა მკვლელობა, ცალსახად გამოირიცხა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ იმ ტრაექტორიითა და მდგომარეობით (პოზებით), რა სურათიც გვქონდა, სხვა პირს ავტომანქანაში უბრალოდ იარაღის გასროლა არ შეეძლო“, - განაცხადა აღლემაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი