„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს მომავალში წარადგენს სიას და თუ ვინ იქნება სიაში, გახდება ცნობილი. მოხდება წარდგენა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ა.შ“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კალაძის თქმით, „უახლოეს მომავალში ყველაფერი გახდება ცნობილი.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.