პროკურატურისგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების, საქმის მასალებისა და ეროსი კიწმარიშვილის პირადი ნივთების გადაცემას ითხოვენ დაღუპულის ოჯახის წევრები.
როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განცხადა, ამ მოთხოვნით ისინი აპირებენ ოფიციალურად მიმართონ საგამოძიებო უწყებას.
„ვაპირებთ პროკურატურას მოვთხოვოთ საქმეში არსებული ყველა ის სამხილი, ინფორმაცია თუ დოკუმენტი, რომელიც ჩვენ კანონით შეგვიძლია გამოვითხოვოთ, რომ ამ მასალებით უფრო მეტი სიახლე შეიტყოთ, ვიდრე ეს გამოძიებამ მოახერხა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. ამ სიახლეებით შემდეგ წარვსდგებით პროკურატურის წინაშე და მათგან გვაქვს პირობა, რომ ყველა საინტერესო ახალი გარემოების შემთხვევაში ისინი საქმის ძიებას გააგრძელებენ. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ახალ გარემოებებს საქმის მასალებში“,-განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილის ახლობლები პირადი ნივთების დაბრუნების შემდეგ, ავტომანქანაზე ექსპერიმენტის ჩატარებასაც დამოუკიდებლად გეგმავენ.
მიმდინარე წლის 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ეროსი კიწმარიშივლმა თვაი მოიკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.